კურსის მნიშვნელობა
საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ–ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლეთათვის. ამიოტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება–სწავლის პროცესში ისტ–ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს,რომ ისტ–ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ დარგობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
კურსის შემდგენლები:
კურსის დამუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: პაატა პაპავამ, პავლე თვალიაშვილმა, ნინო ბიგვავამ, ეკა კორძაძემ, ზაქრო გიუნაშვილმა.
კურსის მიზანი
ტრენინგ–კურსის მიზანია საქართევლოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკიციის ამაღლება, ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ)ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ–ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
ტრენინგ–კურსის მიზანია საქართევლოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკიციის ამაღლება, ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ)ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ–ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფი.
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
იმისათვის რომ, მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:
ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
ინტერნეტში ძიება;
ელ–ფოსტის მოხმარება.
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 4 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი.
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობას თანამადროვე, კონსტრუქტივისტულ –პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ–ის გამოყენება სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ–ის გამოყენება სასწავლო რესურსების მოსამზადებლად
სწავლა–სწავლების წარმართვას ისტ–ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ–ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ–ის გამოყენების საშუალების შეფასებას;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ–ის გამოყენებით;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
სერთიფიცირების პირობები:
მინიმუმ 10 ტრენინგ დღეზე დასწრება;
მოდულის დასრულების შემდეგ დავალებების წარმოდგენა ელექტორნულ ფორმატში
კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექრტონული პორტფოლიო.